დიახ, 36 წლის წინათ და ახლაც საქართველოს გაშმაგებით ებრძვიან სხვადასხვა უცხო ძალები, მაგრამ ვერც ტანკებით, ვერც შავბნელი ფულით, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერს ვერცერთი გარე ძალა ვერ გატეხავს

დიახ, 36 წლის წინათ და ახლაც საქართველოს გაშმაგებით ებრძვიან სხვადასხვა უცხო ძალები, მაგრამ ვერც ტანკებით, ვერც შავბნელი ფულით, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერს ვერცერთი გარე ძალა ვერ გატეხავს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე რადიკალების რეაქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „36 წლის წინათ და ახლაც სხვადასხვა დროშით საქართველოს გაშმაგებით ებრძვიან სხვადასხვა უცხო ძალები, მაგრამ მათ გარანტირებული ფიასკო ელით“.
აბაშიძის თქმით, სხვადასხვა ვალუტის მადიდებელი მარგინალი ნაცავაზაკები და მათი ნეოკოლონიალისტი მპყრობლები ვერაფერს დააკლებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის მშვიდობიან გამთლიანებასა და განვითარებას.
„უსამშობლოები ვითომ ამუნათებენ პრემიერ-მინისტრ ს, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით მან “უცხოური ძალა” ახსენა. დიახ, 36 წლის წინათ და ახლაც სხვადასხვა დროშით საქართველოს გაშმაგებით ებრძვიან სხვადასხვა უცხო ძალები, მაგრამ მათ გარანტირებული ფიასკო ელით.
ვერც ტანკებით, ვერც შავბნელი ფულით, ვერც ე.წ. სანქციებითა და ვერც ე.წ. რეზოლუციებით თავისუფლებისმოყვარე ქართველ ერს ვერცერთი დამპყრობელი გარე ძალა ვერ გატეხავს.
სხვადასხვა ვალუტის მადიდებელი მარგინალი ნაცავაზაკები და მათი ნეოკოლონიალისტი მპყრობლები ვერაფერს დააკლებენ საქართველოს სუვერენიტეტს, მის მშვიდობიან გამთლიანებასა და განვითარებას.
ჩვენი სამშობლოსთვის თავგანწირულ მამულიშვილთა ხსოვნა უკვდავია, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Next: დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის

ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება