“დიახ, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე” – ვინ ითხოვდა პრემიერისგან ცალ ფეხზე დგომას?

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა:
“ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება”.
არ აკონკრეტებს, ვინ ითხოვდა მისგან ცალ ფეხზე ან მუხლის ჩოქებზე დგომას, ალბათ, ოკუპანტ რუსეთს გულისხმობს, თორემ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როგორც თავად პრემიერი ამბობს, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამ წუთებშიც მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?