ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სარკაზმით წერს:
,,დიახ, ომი საქართველომ დაიწყო, არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც, აი პაკისტან ინდოეთის თემაც ჩვენია და ირანსაც ისრაელი კი არა, ნაცები ბომბავდნენ.
ვივამედში სააკაშვილის ალტერეგო წევს.
ტრამპი კიდევ სააკაშვილია – რეალურად. სიმაღლეში მაინც გაზომეთ და მიხვდებით.
დიფ სტეითი საქართველოს ანდერგრაუნდიდან იმართება.
აი, რუსეთს რომ დედა ეტ@@ნება – ეგეც საქართველოს თემაა. ანუ ყველგან ტოტალურად ვიმარჯვებთ.
ბოლო ლუკმა ყველაზე გემრიელიაო და ბოლო ლუკმად “ქოცები” იქნებიან – ესეც ფაიზაღია.”
