“დიახ, მე შევხვდი ორბანს დღეს” – რას წერს შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ ამბობს:
“დიახ, მე შევხვდი ორბანს დღეს და თქვენ იცით, რომ პოზიტიური შედეგების მისაღებად დღე და ღამე ვმუშაობ. დღის წესრიგის საკითხები ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხისა და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ, ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში.” – განაცხადა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი