ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქაელში ვახუშტი მენაბდის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს:
,,ახლა მე ის მაინტერესებს)
დიანა ტრაპაიძეს რომ გადაუარეთ თამთა სანიკიძეს საჯაროდ მიულოცაო! (ლეგიტიმური ჭმუნვა იყო)
ვახუშტი მენაბდის ოჯახზე თუ იცოდით ენჯეო სასტავმა, რატომ დამალეთ? არ იცოდით? მაშინ რა ტენდერებს იკვლევთ? თუ იცოდით რატომ არ თქვით?
მენაბდეების ბიზნესი რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახი იყო, მე გავიგე ამ ბოლო დროს.
მანამდე ბრიფინგები მაქვს გაკეთებული შპს გურიამშენზე რომელიც სამეგრელოშიც იგებდა ტენდერებს. მაგრამ არც ერთი წამით არ დამიშვია რომ ვახუშტი მენაბდის ოჯახი შეიძლებოდა ყოფილიყო.
აღმოჩნდა რომ ბევრმა ეს იცოდით და რატომ დამალეთ?
დედამისი რომ ევროკავშირის გრანტებით ქოცებთან ჭუკჭუკშია გონგო ორგანიზაციებით, ეს არ იცოდით?
საერთოდ არაფერ შუაშია აქ, მიშას აცხადებს თუ არა პოლიტპატიმრად. რომ აცხადებდეს და ეს გამეგო – იგივე პოზიცია მექნებოდა!
ძალიან ტეხავს, ეს ქართულ “ჯიგრული” ნეპოტიზმი, კორუფცია თუ რაც გინდათ ის დაარქვით.“
