დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის სპორტული წყვილი „დენის ტენის მემორიალი – 2025″-ის ჩემპიონია, ხოლო ნიკა ეგაძე ვიცე-ჩემპიონი

ყაზახეთის ქალაქ ალმატში „დენის ტენის მემორიალი – 2025″ მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულმა წყვილმა – დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა – ჩემპიონობა იზეიმა.
მათ რიტმულ ცეკვებში 77,94 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში – 115,20, ორი პროგრამის ჯამში კი 193,14 და მათთვის სადებიუტო „დენის ტენის მემორიალი – 2025″-ის ჩემპიონები გახდნენ.
მიმდინარე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკა ეგაძე. მან მოკლე პროგრამაში 87,58 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში კარიერაში საუკეთესო შედეგი – 179,32 ქულა აჩვენა, ორი პროგრამის ჯამში კი 266,9 ქულა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”