– როცა ასე შორს ხართ სამშობლოდან, რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან, რა არის ის სითბო არომატი თუ ჟინი, რომელიც მუდამ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი ფესვები სწორედ საქართველოდანაა
– 30 წელიწადია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შორს ვარ სამშობლოდან… სამშობლო ჩემს გულშია და მუდამ ჩემთან არის, ყველგან, ყოველვის და ყველა დროს. მე ქართველი ვარ, მეამაყება ჩემი ქართველობა. მე ამ ულამაზეს, უძველესი კულტურისა და ხელოვნების მქონე ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე. ჩემი მშობლები წარმატებული მუსიკოსები იყვნენ, მამა ირაკლი გიგაური იყო ცნობილი კომპოზიტორი, დედას სვეტლანა გიგაურს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ფორტეპიანოს დამსახურებული პედაგოგი გახლდათ. როგორც მშობლები მეუბნებოდნენ მეტყველებასთან ერთად დამიწყია სიმღერა… მხიარული, ლაღი ბავშვობა მქონდა.მუსიკაურ ოჯახში გაზრდამ ჩემი მომავალი პროფესიაც განაპირობა… პროფესიით მუსიკოსი ვარ… ვიყავი ფილარმონიის სოლისტი…. არომატიც, ჟინიც და სითბოც საქართველოს გულწრფელი სიყვარულია, უზარმაზარი ჩირაღდანივით რომ მინთია გულში და ეს ნათება მიკვალავს გზას სხვადასხვა წარმატებისკენ, ნოსტალგიის დაძლევასა და პრლბლემების გადაჭრაში ოკეანის გაღმა….
და კიდევ იცით რა არის არომატი? ქართული მიწა, რომელიც ჩემს ოჯახში საეკლესიო კუთხეში პატარა ტომსიკით მაქვს დავანებული,ლოცვის დროს ხელით ვეხები, ვეფერები… ზოგჯერ ცოცხალი არსებასავით ვესაუბრები კიდეც… ის ჩემს მეგობრებს ჩამოაქვთ საქართველოდან, მე მათ ვაბარებ, ვთხოვ დალიონ ჩემი მონატრებული ქართული კამაკამა უგემრიელესი წყალი, მოეფერონ ქართველი გმირების სისხლით გაჟღენთილ მიწას, ღრმად ჩაისუნთქონ ჰაერი, ჩემი წილიც….მოეფერონ ყველას…. -როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს, როგორც ქველმოქმედს, კულტურის ქომაგს, ხელოვანს, თუ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ცდილობს სხვების ცხოვრებაში სინათლე შეიტანოს…—- ჩემმა წინაპრებმა ულამაზესი, თითქმის გმირული მაგალითი გვიჩვენეს იმისა, რომ ქართველს, უცხოეთში მხოლოდ ქართული საქმე გადაარჩენს, რა მოასატანია ჩემი ქველმოქმედება იმასთან შედარებით, რაც ჩენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს ანდერძივით…. ისტორიამ ჩვენამდე მოიტანა, არა მარტო ქველმოქმედების უზარმაზარი მაგალითები. არამედ საქართველოსადმი ჩადენილი ღვაწლი…. ქართველის სახელის სადიდებელი საგმირო საქმენი. დღესაც მტკიცედ, ურყევად დგას სახელოვანი ქართველი უნდილაძის მიერ 33 თაღიანი ხიდი ირანში /33ქართული, დედაენის ასობგერის უკვდავსაყოფად/ ჩემთვის დიდია ექვთიმე თაყაიშვილი, დავით სარაჯიშვილი, თუნდაც ალექსანდრე ქართველი, რომელმაც თავად ამერიკელებს ავიაცია შეუქმნა… ბევრი ქართველი იწვოდა ამერიკაში დანათელი კვალიც დატოვა… მათი წმინდა სულები ჩვენც გვიბიძგებენ ქართული საქმისსაკეთებლად…. საკუთარ თავზე ძნელია საუბარი, მხოლოდ მოკლედ გეტყვით, რომ როგორც ხელოვანი ჩემი მოქმედების დამოღვაწეობისარეალი უცხოელებისათვის ქრთული ხელოვნების გაცნობა, შესწავლა და იდეოლოგიაა
90-იან წლებში წამოვედი საქართველოდან დედასთან დავტოვე ორი პატარა შვილი. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. ვმუშობდი მოხუცის დამხმარედაც და ბავშვის აღმზრდელადაც, როგორც ჩვეულებრივი ემიგრანტი. როცა ჩამოვედი ნიუიორკში არ იყო ქართული ეკლესია. დავდიოდი რუსულ ეკლესიაში, ვგალობდი კიდეც და ეს ჩემთვის შვებაც იყო, ნოსტალგიასთან ბრძოლაც… ეკლესიაში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, გულწრფელი სიყვარულით შევქმენით ოჯახი, გვეყოლა შვილი და საქართველოდანაც ჩამოვიყვანე ჩემი შვილები. სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია ვარ… ესაც მოტივაციაა ჩემს კარიერაში… მეუღლის მტკიცე თხოვნით სწავლა გავაგრძელე და დიპლომატის პროფესიასაც დავეუფლე. რაც შეეხება სხვის ცხოვრებაში სინათლის შეტანას, ეს ფაქტი მე ძალიან მახარებს… სიკეთესა და გულისხმიერებაზე დამყარებული ყველაფერი ლამაზია და მისაღები. თავად ვარ ბედნიერი, როცა შემიძ₾ია სხვის ცხოვრებაში სინათლის შეტანა, ეს განსაკუთრებული გრძნობაა უცხო ქვეყანაში…
– ქართულ- ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობთ. თქვენი აზრით, რა წარმოადგენს ამ კულტურებს შორის ყველაზე ძლიერ, შემაერთებელ ძალას და როგორ ხედავთ თქვენ წვლილს ამ თანამშრომლობის გაძლიერებაში?
– როგორც გითხარით პროფესიით დიპლომატი ვარ და ვმუშობ ნიუ იოკის ქალაქის მერიის კულტურის განყოფილებაში. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა ისეთი საქმე წამომეწყო და პროექტი მომემზადებინა, რომ საშუალება მქონოდა ოფიციალურ დონეზე ქართული ხელოვნება, კულტურა გამეცნო ამერიკელებისათვის. მერიაში მუშობის დროს მომეცა შესალებლობა და 2019 წელს ქალაქის მერის/მაშინ პრეზიდენტი ერქვა/ ერიკ ადამსისთან ერთად დავაფუძნე ქართულ-ამერიკული მემვიდრეობის დღე 22 სექტემბერს. ხაზს ვუსვამ სიტყვა მემკვიდრეობას, რადგანაც ის ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. ერთერთი მიზანი იყო ისიც, რომ ქართველები დამეახლოვებინა ამერიკულ ოფიციალურ საზოგადოებასთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები
ცხოვრობენ აქ, სხვადასხვა ერის, რწმენის, რასის ადამიანები. ჩემი დიდი სურვილი იყო მათი დაახლოება და ჩვენი ქართული ტრადიციების გაცნობის ფონზე. მას შემდეგ ყოველ წელიწადს გრანდიოზულ ღონისძიებას ვაწყობთ.ქართულ-ამეიკული მემკვიდრეობის დღს ვზეიმობთ. ღონისძიებას ესწრებიან სენატორები, მერიის თანამშრომლები, დეპუტატები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყებიდან. პროექტის მიზანიც ეს იყო გამეცნო დდამეახლოვებინა სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და მემკვიდრეობა, რათქმა უნდა ქართული უდიდესი და ულამაზესი მემკვიდრეობის, ტრადიციების ფონზე. ეს დღე მიზნად ისახავს აგრეთვე ქართველი ემიგრანტების სხვადასხვა სფეროებში მიღწეული წარმატებების გაცნობას, წახალისებას დაჯილდოებას.ჩემი როლი ის გახლავთ, რომ მე ინიციატივა გამოვიჩინე , დავაარსე ეს ლამაზი დღე,მთელი წლის მანძილზე ვემზადებით, ვსწავლობთ, ვეცნობით, ვუზიარებთ ერთმანეთს და რაც მთავარია ერთობით, ერთად დგომით ვმუშაობთ მიმდინარე პროექტებზე. ვემზადები ამ დღის ყოველ 22 სექტემბერს ნიუიორკის მერიის თავზე ამერიკის დროშასთანნერტად ფრიალეს ბჩვენი სამშობლოს დროშა. ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობი დღესასწაულზე ვაჯილდოებტ ქართველ ემიგრანტებს, რომლემაც წარმატებას მიაღწია ხელოვნების, მეცნიერების, კულტურის სფეროში, ქართული იდენტობის სულიერების შენარჩუნებასა და განვითარებაში.
-ქალბატონო დიანა, თქვენი ფონდი უკვე წლებია როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში სიმსივნისთ დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, რას ნიშნავს იმის ცოდნა, რომ თქვენს ძალისხმევას პატარის სიცოცხლის გადარჩენა ამ მისთვის იმედის დაბრუნება შეუძლია?
– მე თავად დამისივეს უმძიმესი დიაგნოზი,,, დღესაც ვებრძვი სენს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და რა გასაკავირია რომ დავეხმარო სიმსივნით დავავადებულ ბავშვებს? სწორედ ჩემმა შეუპოვარმა ბრძოლამ სიმსივნის დასამარცხებლას შთამაგონა ”დიანა ბაგრატიონის ფონდის” შექმნა. მათ დასახმარებლად შევქმენი ეს ფონდი. ვეხმარები ბავშვებს საქართველოში, საფრანგეთში, ისრაელში, ამერიკაშიც…. თბილისში იაშვილის კლინიკაში ”დიანა ბაგრატიონის ფონდის”დახმარებით შეიძინეს მედიკანტები, ინვენტარი, შეიქმნა განყოფილება. მე გამაბედნიერებს ის ფაქტი რომ თუნდაც ერთი პატარას, ბავშვის სიცოხლე ვიხსნა სიმსივნური დაავადებისაგან, თუნდაც ერთ პატარას ვაჩუქო სიცოცხლე, ან გავუხანგრძლივო … ამ თემაზე მიჭირს ლაპარაკი. რა კარგად ამბობდა ჩვენი ბრძენი წინაპარი; სიკეთე ქმენ ქვაზე დადეო… 2012 წელს შევქმენი ეს ფონდი საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. შემდგომ წლებში მისი მადლობის სიგელიც დავიმსახურე…. ”დიანა ბაგრატიონის ფონდი” ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს და შემოწირულობები ისევ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ხმარდება.
-არ არის ადვილი ამდენ ტკივილთან შეხება… როგორ ინარჩუნებთ შინაგან ძალას, ბრძოლის არდანებების მოტივაციას…
-ეს ჩემი მისიაა, დანიშნულება ამ ქვეყნად მოვლენისა…ყველაფერი უფლის ნებით ხდება… არ დანებება, ბრძოლა, ტკივილთან ერთდ მაქვს სიხარულის, ბედნიერების დღეებიც. მყარად ვდგავარ ამერიკის მიწაზე, რომელიც ჩემი სამშობლოსავით მიყვარს. ჩემი მეუღლე, რომელიც უფალმა მომიძღვნა გასაბედნიერებალად, ჩემი შვილები , შვილიშვილები…
ჩემი ოჯახი, ჩემი ციხე-სიმაგრეა მართლა. გვერდში მიდგანან, მამხნევებენ, სიმტკიცეს მმატებენ… მგონია გადმოგეცით ჩემი 30 წლიანი ისტორია, რომელიც სავსეა უამრავი ფიქრით, სიხარულით, ბედნიერებით, ნაკლები სევდით, წარმატებით და როგორც თქვენ თქვით სხვის ცხოვრებაში სინათლის, იმედის შეტანით… და რაც ძალზე მნიშვნელოვანია სურვილით, ნატვრით რომ ჩემი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, წარმატებული, გაერთიანებული… და რომ ემიგრანტები ძლიერები, ღირსეულები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას.




