დვალის “აპოელი” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „აპოელი“ გასვლაზე „პეტროკუბს“ დაუზავდა – 1:1.
პირველი დაპირისპირება კვიპროსულ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, საერთო ჯამში 2:0 იმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე „სლოვანსა“ და „ცელიეს“ შორის მოგებულს შეხვდება. პირველ მატჩს 6 აგვისტოს სტუმრად ჩაატარებენ, საპასუხოს კი 13 აგვისტოს სახლში.
კვიპროსული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა, რომელმაც წინა შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, შეუცვლელად ითამაშა.
პეტროკუბი – აპოელი 1:1
გოლები: 1:0 პლატიკა (60), 1:1 მარკინიოსი (65)