დე ძერბი: იმედი მაქვს, პრემიერლიგაში დავბრუნდები

“ბრაიტონის” აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მუშაობის გაგრძელება კვლავ პრემიერლიგაში სურს, თუმცა ამ დროისთვის არანაირი შეთავაზება არ აქვს.
“ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებ. იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგაში მუშობის შესაძლებლობა კვლავ მომეცემა, არ ვიცი სად და როდის მაგრამ პრემიერლიგაში მუშაობა დიდი პატივია”, – განაცხადა დე ძერბიმ.
შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი “ბრაიტონს” 2022 წლიდან წვრთნიდა.