დე ფაქტო აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის გაიმართა

ს დე ფაქტო რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის დასრულდა. ადგილობრივი უწყებების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ყველა რაიონში დაფიქსირდა, თუმცა წამყვანი იყო გალის რაიონი, სადაც 18:00 საათისთვის სიაში მოცემული ამომრჩევლების 58%-მა უკვე მისცა ხმა, რაც სხვა რაიონებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ადგილობრივი დეპუტატების ადგილებისთვის 280-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა.
პროცესს წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალი – 5 ნოემბერს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში რუსი პოლიტტექნოლოგები დააკავა, რომლებიც, ოფიციალური ცნობით, ს ტერიტორიაზე უკანონოდ საქმიანობდნენ. ისინი დაქირავებული იყვნენ არაკომერციული ორგანიზაციის – „აფხაზეთის გუნდის“ მიერ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესებისთვის.
„აიაშარას“ Telegram-არხის ცნობით, რუსი სპეციალისტები სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პრეზიდენტისა და დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის წინასაარჩევნო ბანერის უკან მდებარე ოფისში ამზადებდნენ გაზეთსა და პროპაგანდისტულ მასალებს აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევით. წყაროს ინფორმაციით, მათ საქმიანობას დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მფარველობდა.