დე ლა ფუენტე რჩება – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტს გაუგრძელებენ

The Athletic-ი წერს, რომ უახლოეს დღეებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
62 წლის სპეციალისტის მიერ “ფურია როხაში” გაწეული სამუშაო წარმატებულად შეფასდა და ახალ შრომით ხელშეკრულებასაც ამიტომ შესთავაზებენ.
მოქმედი კონტრაქტი დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრებთან ამა წლის ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ ირკვევა, რომ ის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით დამოძღვრავს.
შეგახსენებთ, რომ “ფურია როხა” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.