დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს – რა ინიციატივა წამოაყენა “ნაპოლის” მფლობელმა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სერია A-ში გუნდების რაოდენობა 20-დან 16-მდე უნდა შემცირდეს. “პარტენოპეის” მფლობელის თქმით, ამით გამოირიცხება ისეთი მატჩები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ათასი მაყურებლის ყურადღებას იქცევს.
“სისტემა მთელ ევროპაში დანგრეულია და უზარმაზარი ვალების დასაფარად რევოლუციური და სწრაფი რეფორმებია საჭირო. სულ უფრო მეტი მატჩი იმართება, რაც სულ უფრო მეტ მოთამაშეს მოითხოვს, ეს ყოველივე კი დიდ ხარჯებს იწვევს.
ვიმედოვნებ, რომ სერია A-ში 1986 წლის მსგავსად 16 გუნდი იქნება. ეს ხელს შეუშლის ფეხბურთელების, ასევე კლუბების მთავარი აქტივის გაუფასურებას და მათი ღირებულების ვარდნას.
16 გუნდიანი ტურნირი ასევე გამორიცხავს იმ მატჩებს, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ათას მაყურებელს იზიდავს ტელევიზიით და ძირს უთხრის ჩვენი ფეხბურთის კომერციულ მიმზიდველობას. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს შემოსავლებს შეამცირებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სხვა მატჩების ღირებულება გაიზრდება”, – თქვა დე ლაურენტისმა.
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი – “ნაპოლიმ” ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
“ნაპოლი” ელმასის დაბრუნებას ცდილობს
“მილანი” დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის
“ნაპოლი” ელმასის დაბრუნებას ცდილობს
“შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით” – დე ლაურენტისებს ემუქრებიან
“მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია” – დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში – ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი – “ნაპოლიმ” ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
“ნაპოლიმ” “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
განშორება ახლოვდება – “გალათასარაი” ოსიმენს “ნაპოლისგან” გამოისყიდის
ლუკაკუს “ნაპოლიში” ვარდი შეცვლის? – “პარტენოპეი” ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
“ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ” – იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო