იტალიური Il Mattino იურგენ კლოპის “ლივერპულიდან” აბარგების ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ის შესაძლოა, “ნაპოლის” მწვრთნელობის კანდიდატი იყოს.
როგორც იცით, გერმანელმა აღნიშნა, რომ დასვენებას აპირებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ეს შესაძლოა გადაიფიქროს.
“მანამდე ვიდრე, “ნაპოლის” მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გახდებოდა, აურელიო დე ლაურენტისმა იურგენ კლოპს დაურეკა და გუნდის ჩაბარება შესთავაზა, რაზეც მან მიუგო, რომ გერმანიის დატოვება არ სურდა.
ნათელია, რომ ახლა მისი “ლივერპულიდან” წასვლის ამბავი ძალიან ბევრ გუნდს დააინტერ
ესებს. თუნდაც ეს შესაძლოა “ნაპოლიდან” იყოს?
გულშემატკივრები ამაზე უკვე ოცნებობენ, მაგრამ ეს ოპერაცია ძალიან რთულად შესასრულებელი იქნება.
კონტე მთავარი ფავორიტია, რათა “პარტენოპეი” ჩაიბაროს, მაგრამ არავინ იცის, იქნებ დე ლაურენტისმა კლოპს კვლავ დაურეკოს და კლუბის გაწვრთნა ისევ შესთავაზოს”, – წერს გამოცემა.