დე ლაურენტისმა კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა

რამდენიმე კვირის წინ წამყვანი იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ფრანჩესკო კალცონასთან, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, თუმცა კალცონა ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ს ნაკრების დატოვება არ სურდა.
Il Mattino-ს ცნობით, კინოპროდიუსერმა ფრანჩესკოს მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და მას არა მთავარი მწვრთნელის, არამედ სტაფის ერთ-ერთი წევრის თანამდებობა შესთავაზა.
რა თქმა უნდა, ნაკლებსავარაუდოა, რომ კალცონა ამ წინადადებას დათანხმდება.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.