დე ლაურენტისი ურჩ ზილენსკისა დ პოლიტანოს სჯის

ბევრი გაკვირვებული დარჩა, რომ “სალერნიტანასთან” მატჩის განაცხადშიც კი არ მოხვდა “ნაპოლის” პოლონელი ლეგიონერი პიოტრ ზილენსკი. ის ტრავმირებული არაა და როგორც იტყობინებიან, კუნთი აქვს გადაღლილი. ზილენსკი “ტორინოსთან” შეხვედრაში შესვენებისას პასკუალე მაცოკით შეცვალეს, რომელიც მოედანზე შესვლიდან 4 წუთში გააძევეს. საქმე კი იმაშია, რომ პიოტრი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს აცხადებს და “ინტერში” აპირებს გადასვლას.
“ნერაძურის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ Sky Sport-თან განაცხადა, რომ იანვარში ზილენსკის გადაყვანას არ გეგმავენ. როგორც ჩანს, ზაფხულს ელოდებიან, რათა თავისუფალი აგენტი გახდეს და უფასოდ ჩაიგდონ ხელში.
რა თქმა უნდა, ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ნეაპოლურ გუნდზე ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს საკუთარი ინტერესები გააჩნია და მწვრთნელი ვალტერ მაცარი გაპროტესტებასაც ვერ გაბედავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში