დე ლაურენტისი “ტოტენჰემისთვის” მცველის წართმევას ცდილობს – “ნაპოლი” “ჯენოას” ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ტოტენჰემი” “ჯენოას” ცენტრალური მცველის, რადე დრეგუშინის შეძენასთან ახლოს იყო.
“დეზები” რუმინელ ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს იხდიდა და თითქოს შეთანხმებას ხელს არაფერი უშლიდა.
თუმცა Sky Italia-ს ცნობით, მოთამაშის დამატება “ნაპოლისაც” სურს და “პარტენოპეიმ” “ჯენოას” ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგორი და 20 მილიონი ევრო შესთავაზა.
სად სურს კარიერის გაგრძელება თავად დრეგუშინს, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, 21 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 18 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში