დე ლაურენტისი რომში ტუდორს შეხვდა

ოფიციალურად “ნაპოლის” ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია საფრანგეთში გაემგზავრა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი რომში მის შესაძლო მემკვიდრეს, იგორ ტუდორს შეხვდა.
SKY Sport-ის ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია ხორვატი სპეციალისტის აგენტს. ის მათ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მხარეებმა კონტრაქტის გაფორმების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
45 წლის ტუდორი ბოლოს “მარსელს” ედგა სათავეში, რომელიც ამა წლის 1-ელ ივნისს დატოვა.