“დე ლაურენტისი რამდენიმენაირი არსებობს”- სპალეტიმ “ნაპოლის” პრეზიდენტს დასცინა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის შესახებ ისაუბრა.
ტოსკანელ სპეციალისტს ჟურნალისტმა დე ლაურენტისის მიერ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შესახებ ჰკითხა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას აურელიომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.
“რომელ დე ლაურენტისზე მეკითხებით? ის ოთხნაირი ან ხუთნაირი არსებობს. ერთი მადლიერია, მეორე გაბრაზებული, მესამე სევდიანი, მეოთხე კი სრულიად განსხვავებული, ისეთი, როგორიც ჟურნალისტებს ვერ წარმოგიდგენიათ.
“ნაპოლის” ყველაფერს საუკეთესოს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გასვლას ვუსურვებ, რაც უზარმაზარ შემოსავალს
იძლევა”, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში -ში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, რომლებიც რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. აღნიშნულ ტურნირზე ევროპის კონტინენტს 12 წარმომადგენელი ეყოლება, ოთხ გარანტირებულ საგზურს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებულები (ჩელსი, რეალი, მანჩესტერ სიტი და წლევანდელი გამარჯვებული) მიიღებენ, დანარჩენ რვა საგზურს უეფა-ს საკლუბო რეიტინგში ბოლო ოთხი წლის შედეგებით საუკეთესო კლუბები მოიპოვებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში