“დე ლაურენტისი კონტეს ამას შეჰპირდა” – რას წერს იტალიური გამოცემა?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეჰპირდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობას გააძლიერებს, ამის შესახებ ინფორმაციას Arenapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანიო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმაა, “ტორინოს” ყოფილი მცველი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, “პარტენოპეიმ” კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი შემცვლელის დამატებას ეცდება.
იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ “ნაპოლი” “არსენალის” ცენტრალური მცველის იაკუბ კივიორის შეძენას ცდილობს, “მეთოფეებს” პოლონელთან განშორება არ სურთ, თუმცა “სპეციას” ყოფილ უკანახაზელს მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში