დე ლაურენტისი: “კვარას” უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი – წმინდა იანუარი დაგვეხმარა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე SKY Sport-თან განაცხადა, რომ ს უფასოდ პსჟ-ში გადასვლის სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა, რაც ფიფას მე-17 მუხლით შეიძლებოდა:
„მნიშვნელოვანი იყო ანტონიო კონტეს ქალაქის ვნება შეეგრძნო. ნეაპოლი ყველა ასპექტში ნამდვილი დედაქალაქია და აქ თავს სულ სხვა ადამიანად ვგრძნობ. თუ აქედან ნაბიჯს გადავდგამ, გერკულანუმში (ქალაქი კამპანიაში, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა) მოვხვდები. პომპეიში ჩემს წინაშე ამალფის მთელი სანაპირო ჩანს. ეს იტალიაში ყველაზე ლამაზი ქალაქია და კონტეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მიუხედავად ჩვენი ყველა ინციდენტისა, მან გუნდის გადაწყობა მოახერხა. რა თქმა უნდა, „კვარას“ წასვლას, შესაძლოა, განიცდიდა, მაგრამ მე მე-17 მუხლის გამო არ შემეძლო გამერისკა და ფეხბურთელისთვის, მისი მამისთვის და აგენტისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა. შემდეგ სან ჯენარო (წმინდა იანუარი) დაგვეხმარა და ჩვენ გავიმარჯვეთ“.
· N …სამაგიეროდ, საფრანგეთის თასისა და ჩემპიონობის, აგრეთვე ჩემპიონთა თასის აღების სიამოვნება მიანიჭა და კიდევ ვინ იცის!.. (ველოდებით 22 სექტემბერს!)
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე – “სპორტინგმა” “კაირატს” სძლია
“ნაპოლის” პრეზიდენტმა “იუვენტუსთან” მატჩი შეაფასა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება “ახალ კვარად” წოდებულ ნოასთან
“ნაპოლი” აღარ ხუმრობს – კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა – “ნაპოლის” ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა…
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
კაცნაკლული “ნაპოლი” “სიტისთან” დამარცხდა – “ბარსელონას” “ნიუკასლთან” გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
ანტონიო კონტემ “ნაპოლიში” დარჩენის მიზეზი განმარტა