calciomercato იტყობინება, რომ რადგან 29 წლის ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი არ გააგრძელა და ზაფხულში “ინტერში” უფასოდ გადავა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა.
დე ლაურენტისი დღეს გუნდს ბაზაზე ეწვია და ნახევარი საათი მწვრთნელს, ვალტერ მაცარის, და ფეხბურთელებს ესაუბრა. მან თქვა, რომ ვინც წასვლას აპირებს, არ ათამაშებს და შანსს ახალწვეულებს – დენდონკერს, ტრაორეს, ნგონჟის და მაცოკის მისცემს.
ზელინსკის დასჯის გამო აღშფოთებული არიან თანამემამულეები. პოლონეთის რადიომ დე ლაურენტისს დიქტატორი უწოდა, რომლის დიქტატის წინაშე მაცარი უძლურია.
დასჯა რა შუაშია? რა სისულელეს წერენ პოლონელები.
კლუბის პრეზიდენტის მიზანი ზელინსკისთვის სათამაშო ფორმის შენარჩუნება და კონკურენტ გუნდში გაშვება კი არაა, არამედ საკუთარი ახალწვეულების თამაშში თამდათან შეყვანაა.
რადგან ფეხბურთი ბიზნესია და ზელენსკი წლებია მილიონობით ჯამაგირს იღებს გამოდის ნაპოლის გადაგდება უნდა.თან კარგ ფორმაში უფასოდ გადავიდეს კონკურენტ გუნდში.დე ლაურენტისი არიფი იქნება სამაგალითოდ რომ არ დასაჯოს.