calciomercato იტყობინება, რომ რადგან 29 წლის ნახევარმცველმა პიოტრ ზილენსკიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი არ გააგრძელა და ზაფხულში “ინტერში” უფასოდ გადავა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მისი დასჯა გადაწყვიტა.
დე ლაურენტისი დღეს გუნდს ბაზაზე ეწვია და ნახევარი საათი მწვრთნელს ვალტერ მაცარის და ფეხბურთელებს ესაუბრა. მან თქვა, რომ ვინც წასვლას აპირებს, არ ათამაშებს და შანსს ახალწვეულებს – დენდოკერს, ტრაორეს, ნგონჟის და მაცოკის მისცემს.
ზილენსკის დასჯის გამო აღშფოთებული არიან თანამემამულები. პოლონეთის რადიომ დე ლაურენტისს დიქტატორი უწოდა, რომლის დიქტატის წინაშე მაცარი უძლურია.