“დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება” – “კვარას” ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

“ნაპოლი” და “კვარა” ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა “კვარას” მენეჯერის, მამუკა ჯუღელის ყველა პირობა დააკმაყოფილოს, როგორც ხელფასის, ასევე კონტრაქტში შესატანი გამოსასყიდი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
“ნაპოლი” მზადაა ჯუღელის მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილოს. ხვიჩას კონტრაქტი 2029 წლამდე გახანგრძლივდება, “კვარას” წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროდან 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება და მთავარი – ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო იქნება მითითებული. ეს ზუსტად ის თანხაა, რასაც “კვარას”
მენეჯერი ითხოვდა”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით გამართულ 17 მატჩში, თავი 5 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში