დე ლაურენტისი გაგვაოცებს – ახალ მწვრთნელს სერია C-ში მიაკვლია

მომავალ სეზონში “ნაპოლიში” სერიოზული ცვლილებები მოხდება – მაურო მელუზოს ნაცვლად სპორტულ დირექტორად ჯუზეპე მანას დანიშნავენ, რომელიც ამჟამად “იუვენტუსში” მუშაობს და გადასაწყვეტია მწვრთნელის საკითხი.
ფრანჩესკო კალცონას წასვლა გადაწყვეტილია და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს ეძებს. areanapoli La Repubblica-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისმა შეიძლება ყველა გააკვირვოს. ის ანტონიო კონტეს, ალბათ, ვერ დაითანხმებს, ისევე, როგორც ვინჩენცო იტალიანოს და დავიდე პოსანცინის დანიშვნით გაგვაოცებს.
პოსანცინი 48 წლისაა, ფეხბურთელობისას თავდამსხმელი იყო, შემდეგ “შახტარში” რობერტო დე ძერბის თანაშემწე გახლდათ, რომელთან ერთადაც დონეცკური გუნდი უკრაინაში
რუსეთის მიერ ომის დაწყებისთანავე დატოვა. 2022 წელს “ბრეშიას” ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გუნდის ზედიზედ ორი წაგების მერე გადააყენეს. 2023 წელს სერია C-ს “მანტოვა” ჩაიბარა, რომელიც ახლა ლიდერია და დიდი ალბათობით, სერია B-ში გადავა.
აღნიშნულია, რომ “ნაპოლის” მფლობელი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცდება, თუმცა გუნდის მართვაში კვლავაც მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში