დე კრუ: EU ქმნის კეთილდღეობას, თუ ჩაატარებთ რეფორმებს, შეგიძლიათ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეთ

· 59
·
·
ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას და ახლა ჩვენ გავაგრძელებთ გზას. ეს არის გრძელი გზა. აუცილებლად ჩასატარებელია ბევრი რეფორმა, თუმცა ვისაც სურს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი, რომელიც ქმნის კეთილდღეობას და რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, თუ თქვენ ჩაატარებთ აუცილებელ რეფორმებს შეგიძლიათ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს
განაცხადა ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრ დე კრუმ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.