ბელგიის ნაკრების 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შეიძლება “მანჩესტერ სიტი” დატოვოს.
დე ბრუინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრავმის შემდეგ კლუბი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ დალაპარაკებია და თუ არაფერი შეიცვალა, მანჩესტერულ გუნდს დაემშვიდობება.
კევინი “სიტიში” 2015 წლიდან თამაშობს, ამ პერიოდში კლუბში ყველა ტურნირზე 391 მატჩში 103 გოლი გაიტანა და 171 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხელშეკრულება კი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.