დე ბრუინი, სალაჰი, ალისონი და სხვები – არაბული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ვარსკვლავის ყიდვას შეეცდებიან

როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში ს პროლიგაში კიდევ უფრო მეტ ვარსკვლავს ვიხილავთ.
The Telegraph-ის ცნობით, არაბული კლუბები ინგლისის პრემიერლიგიდან 10 გამორჩეული მოთამაშის დამატებას შეეცდებიან.
გამოცემა ყველა მათგანის ვინაობას არ ახელს, თუმცა ირწმუნება, რომ სიაში კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ალისონი (ლივერპული), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) არიან.
ცნობილია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ალ ნასრი” კაზემიროს თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და მხარეებს გარიგების დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურთ.
შეგახსენებთ, სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად
პირველ ივლისს გაიხსნება.