დე ბიაზი, რომლისგანაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ნაკრებიდან გაუშვეს

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სარხან ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი აღარ გაწვრთნის.
ჰაჯიევის თქმით, ფედერაციამ შედეგები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და დარჩენა არც თავად დე ბიაზის სურდა.
ინფორმაციისთვის, იტალიელმა დამრიგებელმა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მთავარ გუნდს 2020 წლიდან მოძღვრავდა, ბელგიასთან წაგებული მატჩის შემდეგ ერთ-ერთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სულელი უწოდა, რის გამოც მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.