“დეტონაციის შედეგად” ბელგოროდში დაიღუპა რუსეთის ოფიციალური პირი

რუსეთის სამხრეთში მდებარე, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი 2 ივნისს აცხადებს, რომ რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, იგორ ნეჩიპორენკო დაიღუპა და კიდევ სამი ადგილობრივი ოფიციალური პირი მსუბუქად დაიჭრა კოროჩანსკის ოლქში საბრძოლო მასალების “დეტონაციის” შედეგად, გუბერნატორი ამ ინციდენტის შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.
ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით ასევე წერს, რომ ექვსი სამოქალაქო პირი დაშავდა, მათი უმეტესობა ავტობუსით მგზავრობისას ქალაქ შებეკინოში, რომელიც დაახლოებით ექვსი კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვარს. რადიო თავისუფლება ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ბელგოროდის და მეზობელი კურსკის რეგიონის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ორი დრონი, კიდევ ერთი – აზოვის ზღვის თავზე.
ბოლო თვეებში ბელგოროდი და მისი მოსაზღვრე რეგიონები თითქმის ყოველდღიურად ხდება სროლის და დრონებით განხორციელებული შეტევების სამიზნე, რაშიც რუსეთი ს ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ