დეტექტივი აქციაზე დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძის საქმეზე – სოციალურ ქსელში ვნახე, რომ პიროვნება ისვრის პიროტექნიკას, რომელიც პიროვნებას ხვდება – ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ვიდეო ჩამოვტვირთე და ხელმძღვანელობას მოვახსენე

დეტექტივ გოჩა ონიანის ჩვენების მიხედვით, პოლიციის სამმართველოში ყოფნის დროს, სოციალურ ქსელში ნახა, თუ როგორ ისროდა 21 წლის ბრალდებული გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და როგორ მოხვდა ის სამართალდამცავს.
როგორც მოწმემ აღნიშნა, მან ეს სამართალდარღვევად მიიჩნია და ვიდეომასალა ჩამოწერა. მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივმა სროლის ფაქტი დაინახა, აცხადებს, რომ კონკრეტულად რომელ პოლიციელს მოხვდა ის, ვერ გაარჩია.
„ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ვიდეო „ფეისბუქ“ გვერდიდან ჩამოვტვირთე და პატაკის სახით ჩემს ხელმძღვანელობას მოვახსენე, ბმულიც დავურთე. ახალგაზრდა მამაკაცი იყო საშუალო აღნაგობის, ხელში მოგრძო ფორმის მაშხალის მაგვარი ეკავა. იმ მონაკვეთში მხოლოდ ეს პირი ჩანდა.
ვიდეოში ის პოლიციის თანამშრომელს ხვდება, მაგრამ ვის, ვერ გაარჩევ. ასე მახსოვს, რომ წელს ქვემოთ ხვდება.
ჩანს, რომ პიროვნება ისვრის და ჩანს, რომ პიროვნებას ხვდება“, – განაცხადა ონიანმა.
ამ წუთებში სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას იკვლევენ, რაც პროკურორის განმარტებით, მომხდარს აღწერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი