დესტრუქციული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან – ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა

დესტრუქციული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან – ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ წინასაარჩევნო აქტივობებს ეხმიანება.
დეპუტატის განმარტავს, რომ რადიკალური ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საერთო მმართველი და დამფინანსებელი ჰყავთ, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ფინანსების გამჭვირვალობას.
დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, 26 ოქტომბერს, საზოგადოება რადიკალური ოპოზიციას და NGO სექტორს განაჩენს გამოუტანს.
„დესტრუქციული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან და რა თქმა უნდა, სწორედ ამ პროცესს სჭირდება გამჭვირვალობა. ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა და ურჩევნიათ, ფინანსები იყოს გაუმჭვირვალე. საზოგადოებამ იცის, ერთი მხრიდან დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები და დესტრუქციული არასამთავრობო სექტორი როგორ მავნებლობს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. ამიტომ, 26 ოქტომბერს, საზოგადოება მათ ერთიანად გამოუტანს განაჩენს,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous კვიპროსზე რომ დასეირნობენ ჩვენი ოპოზიციონერები, კეზერაშვილს ხვდებიან და ის დაფინანსებას ჰპირდება, დაუსვით კითხვები ამ “კოდლა-კოდლა” ჩამოლაგებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კეზერაშვილის დაფინანსებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს