დეპუტატს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა ერთჯერადად შეეძლება

დეპუტატს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა ერთჯერადად შეეძლება, რაზეც მას თანხმობას პარლამენტის თავმჯდომარე მისცემს.
“ქართულ ოცნებას“ ახალი რეგლამენტის ფარგლებში ცვლილებები პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის მიმართულებითაც შეაქვს.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის წევრს პირადი, კომიტეტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვით, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოს. გარდა ამისა, თავად პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
რაც შეეხება ახალ რეგულაციას, რომელიც ახალი რეგლამენტის პროექტით არის გაწერილი, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავაც უფლებამოსილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს. მისივე თანხმობით დეპუტატი საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ერთჯერადად შესძლებს.
როგორც განმარტავს, შესაბამის რეგულაციაში ცვლილებების შეტანა წინა მოწვევის პარლამენტის დროს, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შესვლისა და შეხვედრების პრაქტიკამ განაპირობა. პაპუაშვილის თქმით, რეგლამენტი იმდაგვარი დაზუსტდა და დაკონკრეტდა, რათა აღარ იყოს ინტერპრეტაცია, “თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე ვინმეს აბონემენტი აქვს გამოწერილი“.
“საკითხი წინა მოწვევის პარლამენტში აქტუალური იყო. ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ ს პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე, მთელი მისი პოლიტიკური გუნდი ცდილობდა დღე და ღამე გაეთენებინა დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. ვიზიტები თითქმის ყოველ დღე ჰქონდათ. შემდეგ, როცა ამასთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობას აღარ მივცემდი, რადგან პაემნად იყენებდნენ, ცდილობდნენ ამ ინსტრუმენტის იმდაგვარად განმარტებას, თითქოს ეს პარლამენტის წევრი უფლებაა, რაც საკანონმდებლო სივრცეში არსებულ რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ახალი რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება.
ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი