დეპუტატმა ობოლაშვილმა ფარმაცევტული კომპანიით 4 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან 2023 წელს შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ამის შესახებ მან ჩაწერა განახლებულ დეკლარაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეავსო. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერას.
მილიონერი დეპუტატი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან აირჩიეს. ის წარმოადგენს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” და ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.
სრულად ნახეთ აქ.