დეპუტატი: ძალიან კარგი ხელფასებია, ბიზნესები მაღალ ხელფასებს სთავაზობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ბაზარზე „ძალიან მაღალია ხელფასებია“. ამის შესახებ დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.