დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ვეხმაურები და ვუერთდები პრეზიდენტ ს ბოლო პერიოდის ინიციატივებს:
1. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ – ასეთი პლებისციტი უკვე ჩატარდა 2008 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. ამის შემდეგ 15 წელი გავიდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური და ამავდროულად, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. მეორეს მხრივ, დღეს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქმედი ხელისუფლების რიტორიკის საპირისპიროდ, ქართველი ხალხის 90 %-მდე სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც კიდევ ერთხელ საჭიროებს დადასტურებას რეფერენდუმით, რათა ხალხმა ნათლად მიუთითოს ხელისუფლებას, თუ სად უნდა ყოფნა და საით მიდის ქვეყანა.
2. ოპოზიციის გაერთიანების შესახებ – ვეთანხმები და ვიზიარებ დიდი ოპოზიციური ერთობის იდეას ერთი პარტიული სიის გარეშე. დიახ, ყველა პარტიამ უნდა მოიპოვოს საკუთარი მხარდაჭერა და ამის პროპორციულად მიიღოს წარმომადგენლობა პარლამენტსა და მთავრობაში, ზუსტად იგივე იმავე მექანიზმით, როგორც ეს ევროპაში ხდება, საითკენაც ასე მივისწრაფით“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს