საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს“, – წერს უილიამ კორტნი X-ზე.
