დეპუტატებს პარლამენტიდან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აცილებენ

„რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტს ტოვებენ. პარლამენტის შიდა ეზოში რობოკოპები გადაადგილდებიან და ისინი აცილებენ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან. პარლამენტს ტოვებს პარლამენტის თავმჯდომარე ც.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”. ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ.
მესამე მოსმენით საკითხის განხილვა დღეს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენით კანონპროექტის წარდგენა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს, მის გრამატიკულ ჩასწორებას ითვალისწინებს, საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, თავად განხილვის პროცესს კი განხილვას 2 წუთი დასჭირდა.
„მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და გამჭვირვალობას”, – მიმართა კენჭისყრამდე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს.
კენჭისყრის შედეგებით კი კანონპროექტს 84-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 30-მა კი არ დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ