დეპუტატები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პარლამენტის წევრებს უმასპინძლეს. დეპუტატები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პარლამენტარებს გააცნეს წვევამდელთა მხრიდან სამხედრო სამსახურისადმი გამოვლენილი ინტერესის მზარდი დინამიკა. კანონმდებლებს წარუდგინეს ინტერნეტ-რესურსები, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ ნებაყოფლობით დარეგისტრირება, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიიღება, ასევე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებისა და ვადების არჩევა. საუბარი, ასევე, შეეხო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სააგენტოს მიერ, პარტნიორი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დანერგილ სამხედრო აღრიცხვის სისტემას. სააგენტოს წარმომადგენლებმა გაწვევასთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილეს ყურადღება.
კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს თავდაცვის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესი და სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმა.
შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო და საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების წევრები დაესწრნენ.
დეპუტატები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას