დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო პლენარული სხდომა ვერ იწყება

კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ იწყება.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო დანიშნული. სხდომა დაახლოებით 10 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რის შემდეგად თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატების რეგისტრაციის პროცედურა დაიწყო.
იმისათვის, რომ განხილვა დაიწყოს, საჭიროა სხდომას ესწრებოდეს წევრთა მინიმუმ ნახევარი, ანუ 76 დეპუტატი. პირველ ჯერზე რეგისტრაცია მხოლოდ 71-მა დეპუტატმა გაიარა, რის გამოც პაპუაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და კოლეგებს პლენარული სხდომის დარბაზში გამოცხადებისა და რეგისტრაციისკენ მოუწოდა.
5 წუთის შემდეგ მეორედ ჩატარდა დეპუტატების რეგისტრაციის პროცედურა, თუმცა კვორუმი ვერც ამჯერად შედგა. ტექნიკური შესვენების განმავლობაში მხოლოდ 2 დეპუტატი შევიდა დარბაზში და რეგისტრაცია ჯამში 73-მა მათგანმა გაიარა.
შალვა პაპუაშვილმა კვლავ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და კოლეგებს კვლავ მოუწოდა მობილიზებისკენ. თუმცა უკვე თითქმის ერთი საათია [13:10] სხდომა კვლავ არ განახლებულა.

ასევე დაგაინტერესებთ