დეპრესია, რომელიც ოპოზიციის პოლიტიკურ სუიციდამდე მივიდა და ს გუნდისადმი გაზრდილი ნდობა, რომელმაც დასავლეთი გააოგნა – ასეთია “დამხობის” შემდგომი რეალობა

დეპრესია, რომელიც ოპოზიციის პოლიტიკურ სუიციდამდე მივიდა და ს გუნდისადმი გაზრდილი ნდობა, რომელმაც დასავლეთი გააოგნა – ასეთია “დამხობის” შემდგომი რეალობა
„ოპოზიცია რომ ღრმა დეპრესიაში იყო, ამას არჩევნებამდე ვამბობდით და იმაზეც მივუთითებდით, რომ დეპრესიას ხშირად სუიციდი მოჰყვებოდა, რაც გუშინ ვნახეთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ექსპერტის თქმით, დამთავრდა ის დრო, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლობისტებს უცხოეთში, შეეძლოთ საზოგადოების მოტყუება.
დღეს მსოფლიო პრესაში უფრო მეტად იწერება ქართველი ხალხის მზარდ ნდობაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვიდრე ოპოზიციის “დემოკრატიულ ბრძოლაზე”. „დეპრესია, რომელიც ოპოზიციის პოლიტიკურ სუიციდამდე მივიდა და ბიძინა ივანიშვილის გუნდისადმი გაზრდილი ნდობა, რომელმაც დასავლეთი გააოგნა – ასეთია “დამხობის” შემდგომი რეალობა. ოპოზიცია რომ ღრმა დეპრესიაში იყო, ამას არჩევნებამდე ვამბობდით და იმაზეც მივუთითებდით, რომ დეპრესიას ხშირად სუიციდი მოჰყვებოდა, რაც გუშინ ვნახეთ. მხოლოდ დეპრესიაში მყოფ გუნდს შეუძლია ისეთი ქმედებების დაგეგმვა, რაც მათ გააკეთეს. ნაცმოძრაობამ თავისი ამომრჩეველი სხვა პარტიებს აჩუქა და ასევე “მშვიდობიანი დამხობა” დაგვიანონსა.
მართალია, დღეს ყველაფერს ბურჭულაძე-ზოდელავას აბრალებენ, მაგრამ ყველას ახსოვს ანი წითლიძის, ნადირაძის და სხვათა მიერ ხმამაღალი მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. ერთმანეთისკენ ისრების სროლა უკვე გვიანია, კადრებზე ყველაფერია აღბეჭდილი და ყველას საკუთარი პასუხისმგებლობის მიხედვით მიეზღვევა. დღეს მსოფლიო პრესაში უფრო მეტი იწერება ქართველი ხალხისგან ბიძინა ივანიშვილისადმი მინიჭებულ მზარდ ნდობაზე, ვიდრე ოპოზიციის “დემოკრატიულ ბრძოლაზე”. დამთავრდა ის მოკლე ეპოქა, როდესაც ოპოზიციის ლობისტებს უცხოეთში შეეძლოთ საზოგადოების მოტყუება. დიდი მცდელობის მიუხედავად, დღეს ძალიან უჭირთ თავად იქ, საიდანაც ესენი იკვებებიან. ჯერ კიდევ კეთდება მათი მხარდამჭერი განცხადებები, მაგრამ გააჩნია, რა დოზით და ვისგან? თემა, რომელზედაც ბევრს ისაუბრებენ, როგორც საჯაროდ, ასევე კულუარებში, არის ბიძინა ივანიშვილისგან მომავლის საოცარი განჭვრეტა, რისკების დაზღვევა და სახიფათო გზაზე ქვეყნის მშვიდობიანი ტარება. ამ ქეისს აუცილებლად გამოიყენებს ყველა მოაზროვნე, ვისაც ჩვენსავით, ახალ მსოფლიო წესრიგში უწევს ღირსეული ადგილის დაკავებისთვის ბრძოლა როგორც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ქვეყანას,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას