„დეპოზიტები უნდა გავადოლაროთ და სესხები გავალაროთ“ – როგორია ლარის ტენდენციები და რამდენად მდგრადია მისი სტაბილურობა დოლართან მიმართებით

როგორია ტენდენციები ლარის კურსთან დაკავშირებით და რამდენად მდგრადია მისი სტაბილურობა დოლართან მიმართებით, თემაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში TBC Capital – ის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.
ნადარაიას თქმით ერთ-ერთი ნეგატიური ფაქტორი არის რეკორდულად მაღალი საერთაშორისო განაკვეთები დოლარში, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები უფრო მეტად აბანდებენ კაპიტალს დოლარში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ე.წ. სენტიმენტები, რომელიც დაკავშირებულია ბევრ გარემოებასთან.
„ერთ-ერთ ფაქტორი არის სეზონურობა, რადგან ბაზართან დაკავშირებული ადამიანები ფიქრობენ, რომ ზამთარი არ არის კარგი პერიოდი ლარისთვის, ამიტომ ლარი ზამთარში გაუფასურდება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ვისაც აქვს საშუალება დეპოზიტები უნდა გავადოლაროთ და სესხები გავალაროთ. ეს მოლოდინები უკვე ასახულია, ეს ჩანს ყოველდღიურ მაჩვენებლებში.
სენტიმენტები დროებითია, ჩვენ გვახსოვს წინა ზაფხულის და ზამთრის პერიოდი, ასევე ამის კარგი მაგალითია . წინა არჩევნებზე ყველა ფიქრობდა, რომ არჩევნების მერე ლარი გაუფასურდებოდა, ამიტომ ყველამ გადაახურდავა ლარი და შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. თუ ხალხი თვლის, რომ ლარის სეზონურობით მოიგებს, ლარი სეზონური აღარ იქნება.“ – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.