დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმ 3-თვიანი და მაქსიმუმ 24-თვიანი ვადით ისარგებლონ, პროცენტის დარიცხვა კი ყოველთვიურად, ვადის ბოლოს ან წინასწარი დარიცხვით არის შესაძლებელი, რაც „კრისტალის“ დეპოზიტის კიდევ ერთი უპირატესობაა.
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები განსხვავებულია მაღალი სარგებლის, დარიცხვის პირობებისა და ვადიანობის მიხედვით. ამჯერად, ბაზარზე პირველი გამოჩენისას, სააქციიო პირობების მიხედვით პროდუქტი ასე გამოიყურება: ეფექტური ლარში — 14%, დოლარში — 7%, ევროში კი — 4,75 %, რაც “კრისტალში” გახსნილ დეპოზიტს მნიშვნელოვნად განასხვავებს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან. სააქციო პირობები 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
სასურველი დეპოზიტის გახსნა „კრისტალის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
ბოლო წლების განმავლობაში დეპოზიტებზე მოთხოვნა საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია. ამიტომ, „კრისტალმა“ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მომხმარებლებს სწორედ დეპოზიტები შესთავაზა. მათი შემუშავებისას კი მაქსიმალურად გაითვალისწინა მათი ინტერესები და საჭიროებები.
აღსანიშნავია, რომ საბანკო საქმიანობის დაწყებამდეც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ გამორჩეული საინვესტიციო პროდუქტით „მონეტა“, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ, ფართო შესაძლებლობებს, ხელსაყრელ პირობებსა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 100 000 ლარიდან იწყება. დეპოზიტების შემთხვევაში კი ეს თანხა 100 ერთეულია, რაც საკუთარი დანაზოგის ინვესტირების საშუალებას ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებელს აძლევს.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
