დეოლიგარქიზაცია ბიძინა ივანიშვილის გარეშე – “ოცნების” ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ასაჯაროებს. ქვეყანაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება – ეს 60-გვერდიანი დოკუმენტის ხმაურიანი სათაურია, თუმცა მასში გაკეთებული ჩანაწერები ოპონენტების შეფასებით, მხოლოდ ბელეტრისტიკაა.
გეგმის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების მხრიდან შემოწირულობების განხორციელება აიკრძალება. რა აუცილებლობას წარმოადგენს მორიგი შეზღუდვები, განმარტებები გაკეთებული არ არის. დღეს მმართველმა პარტიამ დეოლიგარქიზაცისს სამოქმედო გეგმა მესამე სექტორს, დიპლომატებს და პოლიტიკურ პარტიებს გააცნო.