დენის შმიგალი: უკრაინა არ გააგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტზე კონტრაქტს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ

უკრაინა არ გააგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტზე კონტრაქტს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„უკრაინის სტრატეგიული მიზანია, სანქციები დაუწესოს რუსეთს, რათა კრემლს აღარ ჰქონდეს შემოსავლები ნახშირწყალბადების გაყიდვიდან, რაც აგრესორს ომის დაფინანსებაში ეხმარება. მოვუწოდებთ ევროპის ყველა ქვეყანას, სრულად თქვან უარი ს ფედერაციიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე,“ განაცხადა შმიჰალმა. „გვესმის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო, კერძოდ, სლოვაკეთი, მწვავედ არის დამოკიდებული ამ რესურსზე. მაგრამ მიწოდების თანდათანობითი დივერსიფიკაციის იმედი გვაქვს,“ დასძინა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, მომავალშიც შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების შესაბამისად. კომპანია „ნაფტოჰაზ უკრაინისა“ და „გაზპრომს“ შორის შეთანხმება 2019 წლის დეკემბერში იქნა მიღწეული. მისი მოქმედების ვადა 2024 წელს იწურება. 2022 წლიდან, რუსეთთან ომის მიუხედავად, უკრაინა აგრძელებდა შეთანხმების პირობების დაცვას და უზრუნველყოფდა რუსეთის გაზის ტრანზიტს ევროპაში, მათ შორის სლოვაკეთში.

ასევე დაგაინტერესებთ