დენის შმიგალი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პარტნიორების დახმარებას საჭიროებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოების სამხედრო საჭიროებების დასაფარად.
“2026 წლისთვის [თავდაცვითი ბიუჯეტის] საჭიროებებს 120 მილიარდ დოლარად ვაფასებთ. აქედან 60 მილიარდს დაფარავს, და პარტნიორებს ვთხოვთ, დანარჩენი დაფარონ”,-განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, ამის გაკეთება ყველაზე მარტივია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის მოკავშირეების თავდაცვითი ბიუჯეტების მცირე წილის გამოყოფის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილებით.
“ყველაზე ეფექტიანი გზაა ამისთვის – მშპ-ის 0.25%-ის გამოყოფა…
თუ ეს მიღწევადი არ არის ევროპისა და არაევროპელი პარტნიორებისთვის, მაშინ ერთადერთი გზა სესხი რჩება, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა შმიგალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?