დენის შმიგალი – არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე

აშშ-სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, არ განიხილავს -სთან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიებთან მიბმულობის გარეშე და აღნიშნა, რომ ეს უკვე ჩადებულია შეთანხმების პროექტში.
შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობა შეთანხმების 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.
“ჩვენ არ განვიხილავთ რაიმე შეთანხმებების ხელმოწერას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე… ეს შეთანხმება პირდაპირ მიბმულია უსაფრთხოების გარანტიებს. არც უკრაინის პრეზიდენტი, არც უკრაინის მთავრობა არ განიხილავენ ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან მოწყვეტილად”, – განაცხადა შმიგალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური ალეკო ელისაშვილს: ახლა ჩვენს წილ სამშობლოს ყიდი და არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მიყვები რუსებს. და, ამ სპეცოპერაციას გვიტარებ ჩვენ – გუშინ რუსთაველზე ერთად რომ ვიდექით