ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის სანქცირების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 14042-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც ივანიშვილი არის სანქცირებული, რუსეთის აგენტების წინააღმდეგ არის მიმართული.
ამის შესახებ ის X-ზე წერს.
“”ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება”. მშვენიერია, თუნდაც ბოლო წუთას ხდებოდეს, სანამ ქართული რეჟიმმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეიძლება იმოქმედოს.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მ ივანიშვილს სანქციები 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად დაუწესა, რომელიც რუსეთის აგენტების წინააღმდეგ არის მიმართული” – წერს ამერიკელმა დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი
აშშ-ს მიერ ამავე განკარგულებით სანქცირებულთა შორის არიან ოთარ ფარცხალაძე, დმიტრი პესკოვი, VTB Bank და Sberbank.
მანამდე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.