დენვერში „ამერიკული ავიახაზების“ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან მგზავრები ევაკუირებულია

დენვერში „ამერიკული ავიახაზების“ ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, ყველა მათგანი უსაფრთხოდაა, ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენის დროს შასთან დაკავშირებით მექანიკური პრობლემა შეექმნა.