დემჩენკო ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი აღარ არის

ბათუმის “დინამო” თავისი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გადააყენეს:
“დინამო ს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
მადლობას ვუხდით ბატონ ანდრეის ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ!”
დემჩენკომ ბათუმის “დინამო” 2023 წლის 24 აგვისტოს ჩაიბარა. გუნდი 28 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ “ტორპედოს” 15 ქულით ჩამორჩება.
დემჩენკო ყველა ქართველ მწვრთნელს ჯობს ორი ნორმალური ფეხბურთელი ყავდა პროსტა,ხარაბაძე და ახალი ბალბურდია, დანარჩენი ბალასტი, წარმატებები იმედია საქართველოში დარჩება