ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის “ფეისბუქის” გვერდით განცხადება გაავრცელა:
“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის – ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.
მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.
ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს”.
აი ამის და ფიფიასნაირი ხალხი რომ იქნება საქართველოს ორი უპირველესი გუნდის სათავეში რა უნდა მოთხოვო მათ?და ეს ააწყობს ბათუმს?მეტი არაა ჩემი მტერი.რა თქვა ტყუილი?ის თქვა რაც ისედაც აბსოლუტურად ყველამ კარგად იცის.რაღა დროს კაშია და კვირკველიაა მართლა???